რუსეთში COVID-19-ის 16 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 546 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 130 347-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 715-ით გაიზარდა და 5 350 919-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 889 450 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 331 122 აქტიური შემთხვევაა.