რუსეთში COVID-19-ის 17 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 440 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 129 801-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 17 378-ით გაიზარდა და 5 334 204-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 878 333 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 326 070 აქტიური შემთხვევაა.