რუსეთში COVID-19-ის 17 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 548 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 130 895-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 17 594-ით გაიზარდა და 5 368 513-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 902 110 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 335 508 აქტიური შემთხვევაა.