რუსეთში COVID-19-ის 17 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 594 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 71 076-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 17 741-ით გაიზარდა და 3 774 672-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 202 483 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 501 113 აქტიური შემთხვევაა.