რუსეთში COVID-19-ის 2 505 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 396 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 125 674-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 505-ით გაიზარდა და 5 180 454-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 782 183 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 272 597 აქტიური შემთხვევაა.