რუსეთში COVID-19-ის 21 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 932 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 307 022-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 21 119-ით გაიზარდა და 10 458 271-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 9 380 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა.