რუსეთში COVID-19-ის 21 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 619 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 132 683-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 21 665-ით გაიზარდა და 5 430 753-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 943 986 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 354 084აქტიური შემთხვევაა.