რუსეთში COVID-19-ის 22 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 471 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 66 037-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 22 857-ით გაიზარდა და 3 591 066-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 978 764 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 546 265 აქტიური შემთხვევაა.