რუსეთში COVID-19-ის 24 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 998 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 302 269-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 24 703-ით გაიზარდა და 10 343 353-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 9 180 379 ადამიანი გამოჯანმრთელდა.