რუსეთში COVID-19-ის 27 403 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 569 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 42 176-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 27 403-ით გაიზარდა და 2 402 949-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 888 752 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 472 021 აქტიური შემთხვევაა.