რუსეთში COVID-19-ის 28 343 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 145 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 291 749-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 28 343-ით გაიზარდა და 10 074 797-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 8 804 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.