რუსეთში COVID-19-ის 29 018 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 563 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 53 659-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 29 018-ით გაიზარდა და 2 992 706-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 398 254 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 540 793 აქტიური შემთხვევაა.