რუსეთში COVID-19-ის 7 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 351 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 112 246-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 788-ით გაიზარდა და 4 855 128-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 472 338 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 270 544 აქტიური შემთხვევაა.