რუსეთში COVID-19-ის 8 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 392 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 108 980-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 053-ით გაიზარდა და 4 779 425-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 402 678 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 267 767 აქტიური შემთხვევაა.