რუსეთში COVID-19-ის 8 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 329 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 113 976-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 115-ით გაიზარდა და 4 896 842-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 509 915 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 272 951 აქტიური შემთხვევაა.