რუსეთში COVID-19-ის 8 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 379 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 106 307-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 164-ით გაიზარდა და 4 718 854-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 343 229 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 269 318 აქტიური შემთხვევაა.