რუსეთში COVID-19-ის 8 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 338 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 103 601-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 173-ით გაიზარდა და 4 657 883-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 281 776 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 272 506 აქტიური შემთხვევაა.