რუსეთში COVID-19-ის 8 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 355 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 114 331-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 217-ით გაიზარდა და 4 905 059-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 518 529 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 272 199 აქტიური შემთხვევაა.