რუსეთში COVID-19-ის 8 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 399 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 106 706-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 271-ით გაიზარდა და 4 727 125-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 352 873 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 267 546 აქტიური შემთხვევაა.