რუსეთში COVID-19-ის 8 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 277 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 103 263-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 320-ით გაიზარდა და 4 649 710-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 272 165 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 274 282 აქტიური შემთხვევაა.