რუსეთში COVID-19-ის 8 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 389 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 101 106-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 328-ით გაიზარდა და 4 597 868-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 220 035 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 276 727 აქტიური შემთხვევაა.