რუსეთში COVID-19-ის 8 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 392 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 114 723-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 390-ით გაიზარდა და 4 913 439-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 527 878 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 270 838 აქტიური შემთხვევაა.