რუსეთში COVID-19-ის 8 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 319 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 118 801-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 406-ით გაიზარდა და 5 009 911-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 624 212 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 266 898 აქტიური შემთხვევაა.