რუსეთში COVID-19-ის 8 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 387 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 109 367-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 420-ით გაიზარდა და 4 787 273-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 411 098 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 266 808 აქტიური შემთხვევაა.