რუსეთში COVID-19-ის 8 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 364 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 109 771-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 442-ით გაიზარდა და 4 796 557-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 419 540 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 267 286 აქტიური შემთხვევაა.