რუსეთში COVID-19-ის 8 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 321 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 113 647-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 465-ით გაიზარდა და 4 888 727-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 502 906 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 272 174 აქტიური შემთხვევაა.