რუსეთში COVID-19-ის 8 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 336 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 111 198-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 489-ით გაიზარდა და 4 831 744-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 450 289 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 270 257 აქტიური შემთხვევაა.