რუსეთში COVID-19-ის 8 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 342 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 110 862-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 697-ით გაიზარდა და 4 823 255-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 443 922 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 268 471 აქტიური შემთხვევაა.