რუსეთში COVID-19-ის 8 937 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 389 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 117 739-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 937-ით გაიზარდა და 4 983 845-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 601 120 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 264 986 აქტიური შემთხვევაა.