რუსეთში COVID-19-ის 8 944 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 398 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 104 398-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 944-ით გაიზარდა და 4 675 153-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 301 448 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 269 307 აქტიური შემთხვევაა.