რუსეთში COVID-19-ის 8 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 397 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 104 795-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 995-ით გაიზარდა და 4 684 148-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 310 557 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 268 796 აქტიური შემთხვევაა.