რუსეთში COVID-19-ის 8 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 397 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 107 103-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 996-ით გაიზარდა და 4 736 121-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 361 807 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 267 211 აქტიური შემთხვევაა.