რუსეთში COVID-19-ის 9 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 393 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 96 612-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 221-ით გაიზარდა და 4 492 692-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 109 281 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 286 799 აქტიური შემთხვევაა.