რუსეთში COVID-19-ის 9 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 392 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 110 520-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 270-ით გაიზარდა და 4 814 558-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 436 583 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 267 455 აქტიური შემთხვევაა.