რუსეთში COVID-19-ის 9 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 361 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 95 391-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 284-ით გაიზარდა და 4 466 153-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 077 185 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 293 577 აქტიური შემთხვევაა.