რუსეთში COVID-19-ის 9 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 401 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 120 807-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 289-ით გაიზარდა და 5 053 748-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 670 484 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 262 457 აქტიური შემთხვევაა.