რუსეთში COVID-19-ის 9 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 340 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 116 211-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 328-ით გაიზარდა და 4 949 573-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 563 254 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 270 108 აქტიური შემთხვევაა.