რუსეთში COVID-19-ის 9 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 404 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 92 494-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 437-ით გაიზარდა და 4 400 045-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 003 576 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 303 975 აქტიური შემთხვევაა.