რუსეთში COVID-19-ის 9 977 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 379 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 124 496-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 977-ით გაიზარდა და 5 145 843-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 752 085 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 269 262 აქტიური შემთხვევაა.