რუსეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 997 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 223 312-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 34 303-ით გაიზარდა, რაც ამ დრომდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია და ჯამურმა მაჩვენებელმა 7 992 687-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 7 000 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა.