რუსეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 160 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 237 380-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 40 251-ით გაიზარდა და 8 472 797-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 7 331 424 ადამიანი გამოჯანმრთელდა.