რუსეთში COVID-19-ის ახალი შტამი გამოვლინდა

რუსეთში განაცხადეს, რომ შეისწავლეს მოსკოვში ცირკულირებადი შტამები და ახალი აღმოაჩინეს. ვირუსოლოგების თქმით, ეს კორონავირუსის ინდური შტამის ახალი მუტაციაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"ახლა ჩვენ ვადგენთ შტამების სპექტრს, რომლებიც მოსკოვში ცირკულირებს. აქ უკვე დიდი ხანია აღარაა მხოლოდ ვუჰანური შტამი, არის შეცვლილი ინდურიც",- განაცხადა გამალეიას ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრ გინცბურგმა.

ბოლო დღეებში მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ქვეყანაში დღიურად გამოვლენილ შემთხვევათა შორის თითქმის ნახევარი მოსკოვზე მოდის.