რუსეთში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 493 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 51 351-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 29 350-ით გაიზარდა და 2 877727-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 295 362 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 531 014 აქტიური შემთხვევაა.