რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 10 559 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 86 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 1 537-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 559-ით გაიზარდა და 165 929-ს მიაღწია.

კორონავირუსისგან სულ 21 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა.