რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 11 231 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 88 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 1 625-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 231-ით გაიზარდა და 177 160-ს მიაღწია.

კორონავირუსისგან სულ 23 803 პაციენტი გამოჯანმრთელდა.