რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 789 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 789 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 159 352-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 22 804-ით გაიზარდა და 6 288 677-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 5 625 890 ადამიანი გამოჯანმრთელდა.