რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 8 572 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 232 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 4 374-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 572-ით გაიზარდა და 387 623-ს მიაღწია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კორონავირუსისგან სულ 159 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა.