რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 8 849 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 127 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 3 099-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 849-ით გაიზარდა და 317 554-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულ პირთა 80% 65 წელს მიუღწეველი პირია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

კორონავირუსისგან სულ 92 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა.