რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 9 434 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 139 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 3 388-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 434-ით გაიზარდა და 335 882-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულ პირთა 80% 65 წელს მიუღწეველი პირია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კორონავირუსისგან სულ 107 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა.