რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 109 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 8 111-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 728-ით გაიზარდა და 584 680-ს მიაღწია.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 339 711 ადამიანი, მათ შორის 5 119 გასული 24 საათის განმავლობაში.